Wednesday, June 10, 2009

როდოსის კოლოსი


ძვ.წ. 304 წელს ქალაქი როდოსი საშინელ ალყას გარაურჩა. ეს ფაქტი სადღესასწაულოდ აღნიშვნას იმსახურებდა.,ვინაიდან ეს იყო მესამე ალყა,რომელიც კუნძულს 30 წლის განმავლობაში დაუმუქრა. ბედნიერმა ხალხმა კუნძულის მფარვეელი მზის ღმერთის-ჰელიოსისთვის უზარმაზარი ქალდაკების აგება გადაწყვიტა. ქანდაკების მშენებლობა დააფინანსეს იმ ფულით, რომელიც დემეტრიუს ჰოლიორკეტესის მიერ დედაქალაქის ხანგრლძივი ალყის მოხნის შემდეგ დარჩენილი სამხედრო შეიარაღების გაყიდვის შედეგად მიიღეს.

32 მეტრიან ბრინჯაოს ქანდაკების, როდოსის კოლოსის მშენებლობა ძვ.წ. 292 წელს დაიწყო და 12 წელი გრძელდებოდა



ძვ.წ. 280 წელს სკულპტორმა ქარეტმა დაასრულა ჰელიოსის ბრინჯაოს გიგანტური ქანდაკება. მისი სიმაღლე 35 მეტრს აღწევდა. გადმოცემით ქანდაკება ქალაქის სესასვლელში იდგა და ზღვას გადაჰყურებდა. სკულპტურა თავდაპირველი სახით დიდხანს არ შემორჩენილა. აგებიდან სამოცი წლის შემდეგ კუნძულზე მოხდა დიდი მიწისძვრა და ქანდაკება მიწაზე დაეცა. როდოსელმა წინასწარმეტყველმა ხალხს მისი აღდგენის ნება არ მისცა და კუნძულელები დაარწმუნა, რომ რაც მოხდა, თვით ჰელიოსის ნება იყო, ამიტომ ქანდაკება იქ უნდა დაეტოვებინათ, სადაც დაეცა.


ძეგლი ასეთ მდგომარეობაშიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. დაახლოებით ცხრაასი წლის განმავლობაში უამრავი ხალხი ჩადიოდა როდოსში, რათა ღმერთის დაცემული ქანდაკება ეხილა. VII საუკუნეში როდოსი არაბებმა დაიპყრეს. მათ გადაწყვიტეს, ქანდაკებისათვის ბრინჯაოს ფირფიტები მოეხსნათ. გადმოგვცემენ, რომ კოლოსის ბრინჯაო დაახლოებით ცხრაასი აქლემით გაზიდეს.












როდოსის კოლოსისაგან აღარაფერი შემორჩა. მისი რეკონსტრუქცია მოხდა თანამედროვეთა და თვითმხილველთა აღწერილობის მიხედვით.










1 comment: