Tuesday, June 9, 2009

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

  • ძვ.წ. 433 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის,ბერძენთა უზენაესი ღმერთის ქანდაკება დაასრულა. ქანდაკება,რომელიც სამხ. საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მისთვის სპეციალურად აგებულ ტაძარში იდგა, სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა- ე.ი. დღევანდელ 4სართულიან სახლზე მაღალი იყო. ქანდაკება მრავალ ძვირფას მასალას შეიცავდა, მათ შორის, ერთ ტონა სპილოს ძვალსა და ტონაზე მეტ ოქროს...
    ყველა მნახველს აოცებდა როგორც ქანდაკების სიდიდე,ასევე მცირე დეტალების განსაკუთრებული დახვეწილობა. გადმოცემით, ის უფრო საიუველირო ნაწარმს ჰგავდა,ვიდრე ქნდაკებას. ფიდიასმა ზევსი ტახტზე მჯდომი გამოსახა. ზევსი ტახტზე ისე ბუნებრივად იჯდა, რომ ხალხს ეჩვენებოდა თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდა. ქანდაკება ტაძარში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იდგა, მაგრამ რომაელთა ბატონობის დროს მიივიწყეს. გადმოცემის თანახმად, ქანდაკების საწილები ახ.წ. 394 წელს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, სადაც ისინი ხანძარმა იმსხვერპლა


    საინტერესო ფაქტები

    ქანდაკების აგებას ფიდიასმა 8წელი მოანდომა.

  • როგორც ისტორიკოსმა სტრაბონმა გამოითვალა, ზევსს რომ ადგომა შეძლებოდა,თავით ტაძრის სახურავს გაანგრევდა!..
  • ქანდაკებისთვის უამრავი სპილოს ძვალი და ბეჰემოთის კბილი გამოიყენეს. სინესტისა და აფხულის ხვატისგაან დასაცავად ძვალი ზეთით დაფარეს
  • თუკი ქანდაკებაში გამოყენებულ ოქროს დღევანდელი ფასებით შევაფასებდით, ქანდაკება 6 მლნ. გირვანქა სტერლინგი ეღირებოდა.
  • ლეგენდის თანახმად, რომის იმპერატორმა კალიგულამ ქანდაკების წაღება დააპირა,მაგარმ ვერ შეძლო , რადგან ქანდაკების წასაღებად მოსულ მუშებს ზევსმა სიცილი დააყარა და გააქცია.


ზევსის ტაძარი და სტადიონი ნანგრევებად იქცა. ისინი მიწამ და მტვერმა დაფარა. ჩვენს დროში არქეოლოგებმა მიაკვლიეს ზევსის ტაძრის ნაშთებს, რომელიც მხოლოდ სრდილიღაა თავისი პირვანდელი დიდებისა


No comments:

Post a Comment