Wednesday, June 10, 2009

ალექსანდრიის შუქურა

ფაროსის შუქურა,რომელიც ღამე დიდი მანძილიდან ჩანდა, შთამბეჭდავი სანახაობა იყო. მისი სინათლე გემებს სახიფათო წყალქვეშა კლდეების შესახებ ამცნობდა.შუქურა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან უკანასკნელი და, ამასთანავე ყველაზე სასარგებლო იყო. მან თითქმის 1700 წელი იარსება და დღემდე მსოფლიოს ყველაზე მაღალ შუქურად ითვლება.


ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დააარსა. იგი იმთავითვე იქცა ხალხმრავალ ნავსადგურად, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ვაჭრები, ხელოსნები და მოგზაურები. გემების სეუფერხებელი მოძრაობისთვის გადაწყდა ხმელთაშუაზღვის ნაპირებთან შუქურას აგება. მის მშენებლობას თითქმის ოცი წელი დასჭირდა. შუქურამ დასრულებული სახე ძვ.წ. 280 წელს მიიღო, როდესაც ეგვიპტეს მართავდა პტოლემოს II. საინტერესოა, რომ ზუსტდ ამ დროს დასრულდა როდოსის კოლოსიც. ალექსანდრიის, იგივე ფაროსის, შუქურა ნაგები იყო მარმარილოს ფილებით, სიმაღლე 150 მეტრს აღწევდა. შუქურა შედგებოდა მარმარილოს სამი კოშკისაგან. ქვედა, პირველი კოშკი, სწორკუთხა ნაგებობა იყო და მასში ის ხალხი ცხოვრობდა, ვინც შუქურას ემსახურებოდა. მის ზემოთ იდგა შედარებით პატარა, რვაკუთხოვანი კოშკი, საიდანაც სპირალური კიბეებით მესამე კოშკში ადიოდნენ. ზედა კოშკს ცილინდრის ფორმა ჰქონდა. მის თავზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც გზას უნათებდა ხომალდებს. შუქურას თავზე აღმართული იყო ზევსის ქანდაკება. გაშლილი ზღვიდან შესაძლებელი იყო შუქურას დანახვა 50 კმ-ის მანძილიდანაც კი

დროთა განმავლობაში ალექსანდრიის უბე ზღვის მიერ მოტანილი სილით აივსო. XII საუკუნეში სილის რაოდენობამ ისე მოიმატა, რომ პორტში ხომალდების შესვლა შეუძლებელი გახდა. პორტი გაუქმდა, ხოლო შუქურა უმოქმედოდ დარჩა. XIV საუკუნეში იგი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. შუქურას ბრინჯაოს ფირფიტები მონეტებისა და სარკეების დასამზადებლად გამოიყენეს, ხოლო ქვებით სამხედრო ფორტი ააშენეს. ეს ნაგებობა დღემდე დგას ყოფილი შუქურას ადგილზე.

ბერძენი მწერალი ლუკიანე სამოსატელი გვატყობინებს, რომ არქიტექტორმა, რომელმაც შუქურა ააგო, თავისი სახელი აღბეჭდა ერთ-ერთ ქვაზე იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში იგი გადმოვარდებოდა და გამოჩნდებოდა წარწერა: „სოსტრატე, დექსიფონეს ძე კნიდოსელი.“ თუმცა, იპოვა თუ არა ვინმემ ოსტატის წარწერა, არავინ უწყის.

როდოსის კოლოსი


ძვ.წ. 304 წელს ქალაქი როდოსი საშინელ ალყას გარაურჩა. ეს ფაქტი სადღესასწაულოდ აღნიშვნას იმსახურებდა.,ვინაიდან ეს იყო მესამე ალყა,რომელიც კუნძულს 30 წლის განმავლობაში დაუმუქრა. ბედნიერმა ხალხმა კუნძულის მფარვეელი მზის ღმერთის-ჰელიოსისთვის უზარმაზარი ქალდაკების აგება გადაწყვიტა. ქანდაკების მშენებლობა დააფინანსეს იმ ფულით, რომელიც დემეტრიუს ჰოლიორკეტესის მიერ დედაქალაქის ხანგრლძივი ალყის მოხნის შემდეგ დარჩენილი სამხედრო შეიარაღების გაყიდვის შედეგად მიიღეს.

32 მეტრიან ბრინჯაოს ქანდაკების, როდოსის კოლოსის მშენებლობა ძვ.წ. 292 წელს დაიწყო და 12 წელი გრძელდებოდა



ძვ.წ. 280 წელს სკულპტორმა ქარეტმა დაასრულა ჰელიოსის ბრინჯაოს გიგანტური ქანდაკება. მისი სიმაღლე 35 მეტრს აღწევდა. გადმოცემით ქანდაკება ქალაქის სესასვლელში იდგა და ზღვას გადაჰყურებდა. სკულპტურა თავდაპირველი სახით დიდხანს არ შემორჩენილა. აგებიდან სამოცი წლის შემდეგ კუნძულზე მოხდა დიდი მიწისძვრა და ქანდაკება მიწაზე დაეცა. როდოსელმა წინასწარმეტყველმა ხალხს მისი აღდგენის ნება არ მისცა და კუნძულელები დაარწმუნა, რომ რაც მოხდა, თვით ჰელიოსის ნება იყო, ამიტომ ქანდაკება იქ უნდა დაეტოვებინათ, სადაც დაეცა.


ძეგლი ასეთ მდგომარეობაშიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. დაახლოებით ცხრაასი წლის განმავლობაში უამრავი ხალხი ჩადიოდა როდოსში, რათა ღმერთის დაცემული ქანდაკება ეხილა. VII საუკუნეში როდოსი არაბებმა დაიპყრეს. მათ გადაწყვიტეს, ქანდაკებისათვის ბრინჯაოს ფირფიტები მოეხსნათ. გადმოგვცემენ, რომ კოლოსის ბრინჯაო დაახლოებით ცხრაასი აქლემით გაზიდეს.












როდოსის კოლოსისაგან აღარაფერი შემორჩა. მისი რეკონსტრუქცია მოხდა თანამედროვეთა და თვითმხილველთა აღწერილობის მიხედვით.










ჰალიკარნასის მავზოლეუმი

ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს არაჩვეულებრივი სანახაობა იყო.ის ძვ.წ. მე4 საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეციერთა აზრით, მშენებლობა მასლოვეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობის საუკუნო დედაბა ხვდა წილად...


ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ.IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს


აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ.წ. 350 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.



მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა - სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.
XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. XV საუკუნეში წმ.იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ ციხესიმაგრეების ასაშენებლად. სამარხებსაც მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებ სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს.


XIX ს-ის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს გათხრები. მათ აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფებისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ორი დიდი ქანდაკება, რომლებიც მიჩნეული იქნა მავსოლესა და არტემისიას სკულპტურებად. მთელი ეს მონაპოვარი ლონდონში გადაიტანეს და ამჟამად დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში

არტემიდას ტაძარი ეფესოში

არტემიდეს სახელგანთქმული ტაძარი,რომელიც მსოფლიოს საოცრებების სიაში შევიდა,ეფესოში აგებულ ტაძრებს შორის ულამაზესი იყო. მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ეფესო ერთ დროს რეგიონის ყველაზე მდიდარი ქალაქი იყო. იმ დროისთვის, როდესაც არტემიდეს ბრწყინვალე ტაძარი აშენდა, ეფესო მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო, სადაც 200000 ადამინი ცხოვრობდა.

ძვ.წ.VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის კრესეს დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები-დიანას. ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 560 წლისათვის აშენდა.

არტემიდეს ტაძრის მშენებლობა საოცარი მიღწევა იყო, თუ იმ დროს არსებულ პრიმიტიულ იარაღებსა და ტრანსპორტის საშუალებებს გავითვალისწინებთ.
ტაძრის ხედი უძველესი სამყაროს მწერლების შთაგონების წყარო იყო... ფილონ ბოზანტიელი აღფრთოვანებული წერდა: მე მინახავს უძველესი ბაბილონის დაკიდული ბაღების კედლები, ოლიმპიელი ზევსის ქანდაკება, როდოსის კოლოსი, დიდი პირამიდები და მავსოლეს აკლდამა. მაგრამ, როდესააც ღრუბლებით გარშემორტყმული ეფესოს ტაძარი ვიხილემ, სანახაობამ ყველა საოცრება დაჩრდილა"...
იგი აგებული იყო კირქვითა და მოპირკეთებული იყო მარმარილოთი. ტაძრის სახურავი და ფრონტონი ეყრდნობოდა 20 მეტრი სიმაღლის მარმარილოს 120 კოლონას. ტაძარი შემკული იყო ათასგვარი ორნამენტითა და სკულპტურით. ცენტრში იდგა არტემიდას ქანდაკება. არტემიდას ტაძარი კლასიკური ეპოქის ყველაზე დიდი ნაგებობა იყო.მისი სიგრძე 131, ხოლო სიგანე 79 მეტრს აღწევდა




ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ.წ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა, რომ ამ გზით თავისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო კაცობრიობის ისტორიაში. მოგვიანებით ალექსანდრე მაკედონელმა მოინახულა ეფესოს ტაძარი და მისი აღდგენა ბრძანა.
ამ ძეგლის რესტავრაციის შესახებ მოგვითხრობს ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი, რომელიც წერს, რომ ცეცხლისგან განადგურებული ტაძარი აღუდგენიათ და აღდგენილი ნაგებობა პირვანდელზე გაცილებით ლამაზი და წარმტაცი ყოფილა. თუმცა, არტემიდას ტაძარი მაინც ვერ გადაურჩა განადგურებას. III საუკუნეში იგი მომთაბარე გუთებმა ძირფესვიანად დაანგრიეს და გაძარცვეს. მრავალი წლის შემდეგ არქეოლოგებმა ეფესოში აღმოაჩინეს არტემიდას ტაძრის უმნიშვნელო ნაშთები, ამ დიდებული ნაგებობიდან მხოლოდ ერთი კოლონაღაა შემორჩენილი.

Tuesday, June 9, 2009

ბაბილონის დაკიდული ბაღები

ძვ.წ. 604-562 წლებში ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ II. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა.
ლეგენდა ბაბილონის დაკიდული ბაღების შესახებ დაახლოებით 2000 წელი არსებობს,მაგრამ,რაც არ უნდა საოცარი იყოს, მათი არსებობის დამადასტურებელი არცერთი საბუთი არ მოგვეპოვება. ქალაქ ბაბილონის უძველეს აღწერებში მოიხსენიება. ბაღების კვალს ვერ მიაგნეს არქეოლოგებმაც, რომელთაც ეს უძველესი ქალაქი მთლიანად გათხარეს.


გადმოცემის თანახმად, ბაღები მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ ააგო. ისტორიულ ჩანაწერებში მოწმობენ,რომ ნაბუქოდონოსორმა, რომელიც ძვ.წ. 605-562 წლებში მეფობდა, ბაბილონის იმპერია შექმნა და ქალაქ ბაბილონს შორსგაუთქვა სახელი. ლეგენდის თანახმად მეფე თავისი მეუღლის,დედოფალ ამიტასისთვის საჩუქრად დაკიდული ბაღების გაშენება გადაწყვიტა. ქალაქი ბაბილონი 539 წელს სპარსელთა შემოსევამ გაანადგურა და ბაღების შესახებ დღეს მხოლოდ გადმოცემით ვიგებთ. თუმცა მსგავსი ბაღების კვალს ბაბილონის მახლობლად მიაგნეს,რის შედეგადაც არქეოლოგებმა ნაწილ-ნაწილ შეძლეს დაკიდული ბაღების სურათის აღდგენა...





სამოთხე დედამიწაზე

ამბობენ, რომ დედოფალი ამიტასი თავს უბედურად გრძნობდა,რადგანაც, უდაბნოში გათხოვილს საკუთარი ამწვანებული სამშობლო ენატრებოდა. ამიტომ ნაბუქოდონოსორმადაკიდული ბაღების გაშენება გადაწყვიტა. ბაღებს ამიტასისთვის მშობლიური მიდიის ბუნება უნდა მოეგონებინა. ამ ხელოვნურ სამოთხეში სამეფო ოჯახს შეეძლო ესეირნა, დაესვენა და დაელია...


მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა. კარიბჭის კოშკები მოპირკეთებული იყო სხვადასხვა ფერის მოჭიქული შორენკეცით. მუქ ლურჯ ფონზე გამოსახული იყო თეთრი და ყვითელი ხარების, დრაკონებისა თუ ოქროსფერფარფლიანი ლომების ფიგურები. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე.წ. დაკიდული ბაღები. ტერასებად აგურდაგებულ თაღებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან მოზიდული ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ.




ბაბილონის დაკიდული ბაღების გაშენებას დღესაც შეცდომით მიაწერენ დედოფალ შამურატს, რომელიც ნაბუქოდონოსორამდე ორასი წლით ადრე განაგებდა ბაბილონს. მას ბერძნები სემირამიდას უწოდებდნენ. სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ შექმნილ ბაღებს ბევრი სემირამიდას ბაღებად მოიხსენიებს. ბაბილონის დაკიდებული ბაღებისაგან დღეს არაფერია დარჩენილი, მაგრამ, თუ როგორი იყო იგი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ძველ ასურულ რელიეფზე გამოსახული ბაბილონური შენობა-ნაგებობების მიხედვით.










ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

  • ძვ.წ. 433 წელს მოქანდაკე ფიდიასმა ზევსის,ბერძენთა უზენაესი ღმერთის ქანდაკება დაასრულა. ქანდაკება,რომელიც სამხ. საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მისთვის სპეციალურად აგებულ ტაძარში იდგა, სიმაღლეში 13 მეტრს აღწევდა- ე.ი. დღევანდელ 4სართულიან სახლზე მაღალი იყო. ქანდაკება მრავალ ძვირფას მასალას შეიცავდა, მათ შორის, ერთ ტონა სპილოს ძვალსა და ტონაზე მეტ ოქროს...
    ყველა მნახველს აოცებდა როგორც ქანდაკების სიდიდე,ასევე მცირე დეტალების განსაკუთრებული დახვეწილობა. გადმოცემით, ის უფრო საიუველირო ნაწარმს ჰგავდა,ვიდრე ქნდაკებას. ფიდიასმა ზევსი ტახტზე მჯდომი გამოსახა. ზევსი ტახტზე ისე ბუნებრივად იჯდა, რომ ხალხს ეჩვენებოდა თითქოს ცოცხალ ღმერთს უყურებდა. ქანდაკება ტაძარში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იდგა, მაგრამ რომაელთა ბატონობის დროს მიივიწყეს. გადმოცემის თანახმად, ქანდაკების საწილები ახ.წ. 394 წელს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, სადაც ისინი ხანძარმა იმსხვერპლა


    საინტერესო ფაქტები

    ქანდაკების აგებას ფიდიასმა 8წელი მოანდომა.

  • როგორც ისტორიკოსმა სტრაბონმა გამოითვალა, ზევსს რომ ადგომა შეძლებოდა,თავით ტაძრის სახურავს გაანგრევდა!..
  • ქანდაკებისთვის უამრავი სპილოს ძვალი და ბეჰემოთის კბილი გამოიყენეს. სინესტისა და აფხულის ხვატისგაან დასაცავად ძვალი ზეთით დაფარეს
  • თუკი ქანდაკებაში გამოყენებულ ოქროს დღევანდელი ფასებით შევაფასებდით, ქანდაკება 6 მლნ. გირვანქა სტერლინგი ეღირებოდა.
  • ლეგენდის თანახმად, რომის იმპერატორმა კალიგულამ ქანდაკების წაღება დააპირა,მაგარმ ვერ შეძლო , რადგან ქანდაკების წასაღებად მოსულ მუშებს ზევსმა სიცილი დააყარა და გააქცია.


ზევსის ტაძარი და სტადიონი ნანგრევებად იქცა. ისინი მიწამ და მტვერმა დაფარა. ჩვენს დროში არქეოლოგებმა მიაკვლიეს ზევსის ტაძრის ნაშთებს, რომელიც მხოლოდ სრდილიღაა თავისი პირვანდელი დიდებისა


გიზას დიდი პირამიდა


უძველესი სამყაროს შვიდი საოცრებიდან დღეს მხოლოდ ეგვიპტეში აგებული გიზას დიდი პირამიდა არსებობს. თითქმის 4000წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო-მისი სიმაღლე 157 მეტრს აღწევს.გიზას პირამიდა დღესაც უდიდეს ქვის ნაგებობად რჩება.ის მდინარე ნილოსის დას. ნაპირზე ააგო მეფე ხუფუმ, მე4 დინასტიის მეორე მმართველმა,რომელიც უფრო ბერძნული სახელით, "ხეოფსითაა" ცნობილი. ხუფუ ეგვიპტეს ძვ.წ. 2251-2528 ქლებში მართავდა და საკუთარი პირამიდის აგებას ხელმძღვანელობდა,რომელიც მისი აკლდამა უნდა ყოფილიყო. ეს პირამიდა მამამისის,სნოფრუს პირამიდას ეფუძნება,თუმცა მასზე ბევრად დიდია და პირამიდების მშენებლობის უდიდეს პერიოდზე მეტყველებს. პირამიდები გიზას დიდი პირამიდის აგებდამდეც არსებობდა და მას შემდეგაც არაერთი ააგეს,მაგრამნ არცერთი მათგანი ისე არ განაცვიფრებდა მნახველ 4 ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში,როგორც დიდი პირამიდა...
პირამიდები დღეს


პირამიდები აურაცხელ ტურისტას იზიდავს. ღამღამობით აქ ბრწყინვალი კონცერტები და განათებული სანახაობები იმართება,სადაც ლაზერის სხივები 4500 წლის ნაგებობებს ანათებენ.რესტავრაცია და არქეოლოგიური გათხრები უწყვეტად მიმდინარეობს.გაკეთდა ახალი აღმოჩენები,რომელთა შორის აღსანიშნავია ხუფუს დედოფლების პირამიდების უკან აღმოჩენილი მცირე პირამიდის ნანგრევები.

საინტერესო ფაქტები



  • მეცნიერები თვლიან,რომ დიდი პირამიდის წონა 5მლნ. ტონაზე მეტია,ხოლო მისი აგებისთვის 2მლნ.ზე მეტი ქვის ლოდი გამოიყენეს.

  • ფართობი,რომელსაც პირამიდა იკავებს, 5.15 ჰექტარის ტოლია და მასზე ჩოგბურთის 200 მოედანი დაეტევა.

  • იტალიის დედაქალაქ რომის წმინდა პეტრეს ტაძარი 2ჯერ მოთავსდებოდა დიდი პირამიდის მიერ დაკავებულ ფართობზე.

  • ნაპოლეონმა გამოითვალა,რომ სამ უმთავრეს პირამიდაში გამოყენებული ქვის მასალა საკმარისი იქნებოდა საფრანგეთის გარშემო 3 მეტრის სიმაღლისა და 30 სანტიმეტრი სისქის გალავნის ასაგებად...



Thursday, June 4, 2009

მსოფლიოს საოცრებები

მსოფლიოს სვიდი საოცრება-ასე უწოდებენ კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე შექმნილ ყველაზე ცნობილ სიას,თუმცა ამ შვიდი საოცრების ცამოთვლა დღეს ცოტა ვინმეს თუ შეუძლია. რიცხვ "შვიდს" უხსოვარი დროიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა,მაგრამ რატომ აირჩიეს სწორედ ეს შვიდი ნაგებობა? შვიდი საოცრება პირველად ძვ.წ. მე-5 საუკუნეში მცხოვრებმა ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ მოიხსენია თავის საოცრებათა სიაში,რომელიც პირამიდებსა და ბაბილონის დაკიდულ ბაღებს შეიცავდა. ცნობები ამ საოცრებების შესახებ გვხვდება,აგრეთვე, მათემატიკოს ფილონ ბიზანტიელისა და ბერძენი მწერლის ანტიპატრე სიდონელის შრომებში. იმ დროისთვის ალექსანდრიაში ფაროსის შუქურა ჯერ კიდევ არ არსებობდა,ამიტომ სიაში მის ნაცვლად ბაბილონის გალავანი ოყო შესული.შუა საუკუნეებისთვის მსოფლიო საოცრებათა ეს სია საყოველთაოდ იყო აღიარებული,მაგრამ ამ შვიდი ბრწყინვალე ნაგებპბოდან დღეს მხოლოდ დიდი პირამიდა არსებობს. სხვა საოცრებები განადგურდა და მათგან მხოლოდ ჩანაწერები შემოგვრჩა.

რატომ აგებდნენ საოცრებებს?
უძველეს დროში,გავლენიანი ადამიანები საკუტარი ძალისა და მნიშვნელობის სადემონსტრაციოდ დიდებულ ნაგებობებს ქმნიდნენ.მშენებელთა ოსტატობა გულგრილს არავის ტოვებდა, ხოლო ნაგებობა იმთავითვე ადგილობრივი მოსახლეობის სიამაყის საგანი ხდებოდა. შვიდივე ნაგებობა მოგზაურთა საყვარელ სანახაობად იქცა...